საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონებს ახალი ნაგავმზიდები გადაეცათ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონებს ახალი ნაგავმზიდები გადაეცათ. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, გადაცემის ღონისძიებას დაესწრო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი − ნიკა ტყემალაძე.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულები და კომპანია "ჯითის" წარმომადგენლები.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებისთვის შეძენილია 82, 10 და 16-კუბიანი „ივეკოს“ ფირმის ნაგავმზიდები, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში (ჯამში 49 მუნიციპალიტეტში) გადანაწილდება.

"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებისათვის შეძენილ იქნა 82 ერთეული, 10 და 16-კუბიანი "ივეკოს" ფირმის ნაგავმზიდები. ექსპლუატაციაში შევა ამ ეტაპისათვის 48 ერთეული. ნაგავმზიდების შესყიდვა განხორციელდა ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომლის ღირებულებაც საერთო ჯამში შეადგენს 33 მილიონ ლარს და დარწმუნებული ვარ, დიდი სიკეთის მომტანი იქნება მუნიციპალიტეტებისათვის ნარჩენების მართვის მიმართულებით", - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა ტყემალაძემ.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის პრესსამსახურის თანახმად, რეგიონების განვითარება ხელისუფლების პრიორიტეტია.

"განხორციელებული აქტივობა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებს ნარჩენების მართვის კუთხით, ასევე, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა ერთჯერადი არ არის. მთავრობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებში არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, კვლავ გაგრძელდება ახალი ნაგავმზიდების შეძენა.

შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის გამარჯვებულმა კომპანიამ „ჯითი გრუპმა“ 48 ერთეული ნაგავმზიდი საქართველოში უკვე ჩამოიყვანა. პროცესი გრძელდება, მომდევნო თვეების განმავლობაში ტექნიკა ეტაპობრივად ჩამოვა საქართველოში.

ავტომობილები დამზადებულია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, აღჭურვილია ევრო 5 ემისსის სტანდარტის ძრავებით. ნაგავმზიდები არის სხვადასხვა წარმადობისა და სხვადასხვა რელიეფისთვის განკუთვნილი, მათ შორის აღსანიშნავია მძიმე პირობებისთვის გათვლილი 4X4 -ზე ავტომობილები, რომლებიც განკუთვნილია მაღალმთიანი რეგიონებისთვის, სადაც მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, აუცილებელია მსგავსი ტიპის სატვირთო ავტომობილების გამოყენება, რათა მათ ყველა სეზონსა და ყველა კლიმატურ პირობებშიც შეძლონ ოპერირება", ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო