რუსთაველის მეტროს მიმდებარედ, სტუდენტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად იკრიბებიან

თბილისში, რუსთაველის მეტროს მიმდებარედ, სტუდენტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად იკრიბებიან. ისინი მსვლელობით ჯერ პარლამენტთან, ხოლო შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლებენ.

პარლამენტთან, თავის მხრივ, შეკრებილია იმავე შინაარსის აქციის მონაწილეთა ნაწილი, რომლებიც, სტუდენტებთან ერთად, მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტრომდე მივლენ.

“ეს არის სოლიდარობის მსვლელობა რუსთაველის მეტროდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე. ჩვენ მხარს ვუჭერთ სტუდენტებს, ჩვენს მეგობრებს, რომლებიც აქციებზე უკანონოდ დაიჭირეს და დააჯარიმეს. გთხოვთ, ვინც აქამდე არ იცოდით, შემოუერთდეთ ჩვენს მსვლელობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაიღვიძებთ რუსეთში”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს