ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ბარამიძე კონგრესმენ კარლოს ჰიმენეზს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კონგრესმენ კარლოს ჰიმენეზს, კონგრესის საზღვაო უსაფრთხოების ქვედაკომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

„კარლოს ჰიმენეზი თვითონ არის პოლიტიკური დევნილი, ამერიკაში წამოსული კომუნისტური კუბადან, სადაც ჯერ მაიამის რაიონის მერი იყო, და შემდგომ კი კონგრესის წევრი. პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა და ჰიმენეზმა ისაუბრეს კუბას და საქართველოს პარალელებზე. აღნიშნეს, რომ ორივე პატარა სახელმწიფოა, რუსეთის ზეწოლის ქვეშ.

შეხვედრის შემდეგ, კონგრესმენმა ჰიმენეზმა სოციალურ ქსელში დაწერა:“საქართველო იყო სასტიკი საბჭოთა კომუნისტური ოკუპაციის ქვეშ და მოუთმენლად ველი კონგრესში მუშაობას საქართველოსთან ამერიკის მეგობრობის გასაძლიერებლად“.

ორივე მხარემ ისაუბრა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე. ბატონმა ჰიმენეზმა დადებითად შეაფასა MEGOBARI Act-ის დაინიცირება და მზაობა გამოხატა, რომ მხარი დაუჭიროს. ასევე, კონგრესმენმა ჰიმენეზმა აღნიშნა ახალი უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობაზე საქართველოსთვის, როგორც საზღვაო უსაფრთხოების ქვედაკომიტეტის თავმჯდომარემ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს