„თავისუფლების მარშის“ მონაწილეები მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ მიემართებიან

„თავისუფლების მარშის“ მონაწილეები მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ მიემართებიან.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ და თავისუფლების მოედანზე შეერთდნენ.

მარშის მონაწილეებს ის სტუდენტები შეუერთდნენ, რომლებიც რუსთაველის მეტროს მიმდებარედ იყვნენ შეკრებილები.

მარშის მონაწილეების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას სიმბოლური დატვირთვა აქვს. ისინი მიიჩნევენ, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს და დააჯარიმეს აქციის მონაწილეები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს აპროტესტებდნენ.

სამოქალაქო აქტივისტის, საბა ცხვიტარიძის თქმით, სამინისტროსთან იქნება სიტყვით გამოსვლები, ასევე მოაწყობენ პერფორმანს.

მისივე თქმით, დღევანდელი მარში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დასრულდება.

ახალგაზრდები, აქციას 26 მაისს, 19:00 საათზე, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართავენ.

„მოვემზადებით 26 მაისის აქციისთვის. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ფილარმონიასთან შევიკრიბებით და ვაკის პარკის მიმართულებით მსვლელობას მოვაწყობთ. დიდი აქციაა და მაგისთვის მოვემზადებით“, - განაცხადა საბა ცხვიტარიძემ.

სამოქალაქო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, სტუდენტები და მოქალაქეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს რამდენიმე კვირაა აპროტესტებენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება