ირაკლი ეძგვერაძე - ვისაც არ სურს, ოლიგარქის კეთილდღეობის გამო გაწიროს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ოჯახის, საკუთარი შვილების მომავალი, უარი უნდა თქვას უკანონო დავალებების შესრულებაზე

ვისაც არ სურს, ოლიგარქის კეთილდღეობის გამო გაწიროს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ოჯახის, საკუთარი შვილების მომავალი და პერსპექტივა, უარი უნდა თქვას უკანონო დავალებების შესრულებაზე და გადარჩეს. ისინი უნდა გადაურჩნენ არა მხოლოდ სანქციებს, არამედ სირცხვილს, რომელსაც საკუთარ ოჯახებსაც მოუტანენ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის საკრებულოს წევრი, ირაკლი ეძგვერაძე სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი ეძგვერაძის განცხადებით, აშშ-ის ინიცირებული დოკუმენტი უკან დახევის საშუალებასაც იძლევა და ამიტომ უმრავლესობის წევრებს ჯერ კიდევ შეუძლიათ გადარჩნენ.

„ამერიკის მოქმედება, რიტორიკა და ინიცირებული დოკუმენტი აჩვენებს, რომ:

საგარეო წნეხი განაპირობა ხალხის პროტესტმა. რომ არა ჩვენი მოქმედება, თითოეული აქცია, უკომპრომისო ბრძოლა, ეს შედეგი არ დადგებოდა. ამაზე არის პირდაპირი მითითება დოკუმენტში;

ვერავინ გაექცევა სანქციას - ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირები, სამართალდამცავები, ზონდერები, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, მოსამართლეები, პროპაგანდისტები. არავის მოქმედება არ რჩება შეუმჩნეველი:

სანქციების მიზანია არა ვინმეს დასჯა ან შურისძიება, არამედ დემოკრატიის ძირის გამოთხრის შეჩერება.

ყველა საჯარო მოხელემ უნდა იცოდეს, რომ დოკუმენტი უკან დახევის საშუალებასაც იძლევა - ჩადებულია გადახედვის მექანიზმი. ვისაც არ სურს, ოლიგარქის კეთილდღეობის გამო გაწიროს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ოჯახის, საკუთარი შვილების მომავალი და პერსპექტივა, უარი უნდა თქვას უკანონო დავალებების შესრულებაზე და გადარჩეს. ისინი უნდა გადაურჩნენ არა მხოლოდ სანქციებს, არამედ სირცხვილს, რომელსაც საკუთარ ოჯახებსაც მოუტანენ. გვიანი არავისთვისაა, ყველას შეუძლია უკან დაიხიოს და გადარჩეს“, - წერს ირაკლი ეძგვერაძე სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს