„თავისუფლების მარშის“ მონაწილეები, რომლებიც შსს-ს მიმართულებით მსვლელობას მართავენ, „ქართული ოცნების“ ოფისთან შეჩერდნენ, სადაც სამართალდამცველები იყვნენ  მობილიზებული

„თავისუფლების მარშის“ მონაწილეები, რომლებიც შსს-ს მიმართულებით მსვლელობას მართავენ, „ქართული ოცნების“ ოფისთან შეჩერდნენ.

მათ აქ მობილიზებული სამართალდამცველები დახვდნენ.

„რომ იცოდეთ, ამ მოღალატეებს დიდი ხანი ვერ დაიცავთ. ბოლოს ყველანი ჩვენ მხარეს უნდა გადმოხვიდეთ. სირცხვილი!” - მიმართავდნენ აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს.

შეგახსენებთ, რომ პროტესტის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის მეტროსთან, ხოლო ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს წინ შეიკრიბა და მათ მსვლელობა ამ ლოკაციებიდან დაიწყეს. ამჟამად ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ ერთობლივად მიემართებიან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება