ხატია დეკანოიძე - სამართალდამცველებს უნდა ესმოდეთ, რომ უნდა ემსახურონ საქართველოს და არა ბიძინა ივანიშვილს

სამართალდამცველებს უნდა ესმოდეთ, რომ უნდა ემსახურონ საქართველოს და არა ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე „თავისუფლების მარშზე“ განაცხადა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, ის სამართალდამცველები, ვინც ადამიანებზე ძალადობდნენ, აუცილებლად დასანქცირდებიან.

„ეს ძალადობა, რომელსაც პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებენ, უნდა შეწყდეს. ის სამართალდამცველები, ვინც ადამიანებზე ასე ძალადობდნენ, აუცილებლად დასანქცირდებიან. დავით ქაცარავა, ლევან ხაბეიშვილი, ლეონიძის ქუჩაზე მომხდარი წარმოუდგენელი ამბები... სამართალდამცავებს აუცილებლად უნდა ესმოდეთ, უნდა ემსახურონ საქართველოს და არა ბიძინა ივანიშვილს”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ პროტესტის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის მეტროსთან, ხოლო ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს წინ შეიკრიბა და მათ მსვლელობა ამ ლოკაციებიდან დაიწყეს. ამჟამად ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ ერთობლივად მიემართებიან.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია