შინაგან საქმეთა სამინისტროსთან „თავისუფლების მარში“ დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან „თავისუფლების მარში“ დასრულდა. აქციის მონაწილეებმა დასრულებისას საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები შეასრულეს და ევროკავშირის დროშა გაშალეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მისვლით, სოლიდარობის ხმა გააგონეს დაკავებულ ახალგაზრდებს, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეებმა ორი აქცია დააანონსეს. ახალგაზრდები ხვალ, 25 მაისს, 09:00 საათზე, თსუ-ს მე-2 კორპუსთან გეგმავენ მისვლას, სადაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლექცია უნდა წაიკითხოს.

ამასთან, მორიგი აქცია 26 მაისს, ვაკის პარკთან გაიმართება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება