კობა კობალაძე საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია TAPS-ის ღონისძიებას დაესწრო

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, საპატიო სტუმრის სტატუსით, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია TAPS-ის (Tragedy Assistance Program for Survivors - ტრაგედიის დახმარების პროგრამა მარჩენალდაკარგულთათვის’’) 30-ე, ყოველწლიურ საერთაშორისო ღონისძიებას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლის დროს, TAPS-ის პრეზიდენტმა, ბონი ქეროლმა, პერსონალურად გადაუხადა მადლობა გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს და საქართველოს დელეგაციას თანამშრომლობისა და ღონისძიებაში მონაწილეობისთვის.

„დამსწრეებს სიტყვით მიმართეს, აშშ-ს გაერთიანებული შტაბის 21-ე თავმჯდომარემ, უმაღლესი რანგის სამხედრო ოფიცერმა, პრეზიდენტის თავდაცვის მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მთავარმა მრჩეველმა, აშშ-ს საჰაერო ძალების შტაბის უფროსმა, გენერალმა, ჩარლზ ბრაუნმა, აშშ-ს ეროვნული გვარდიის უფროსმა, გენერალმა დანიელ ჰოკანსონმა და სხვა უმაღლესი რანგის პირებმა.

საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია TAPS-ი 1994 წელს, გარდაცვლილი ამერიკელი ბრიგადის გენერლის, ტომ ქეროლის მეუღლემ, ბონი ქეროლმა დაღუპულ სამხედროთა ოჯახების მხარდასაჭერად დააარსა. მას შემდეგ, ორგანიზაცია TAPS-ი, სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობებთან ერთად, ყოველწლიურად მართავს ფართომასშტაბიან ღონისძიებებს, რომელთაც ესწრებიან დაღუპულ სამხედროთა ოჯახის წევრები ამერიკის შეერთებული შტატებიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან.

წელს, 8 დღიანი შეკრების განმავლობაში, დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები, მონაწილეობას მიიღებენ მათ მხარდასაჭერად გამართულ მრავალფეროვან აქტივობებში.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, აშშ-ში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს კვლავ განაგრძობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს