რატი იონათამიშვილი - ევროპის საბჭოს დაკვეთით, გამჭვირვალობის შესახებ ქართულ კანონზე დასკვნა სააკაშვილის ადვოკატმა ჯერემი მაკბრაიდმა მოამზადა

ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი ჯერემი მაკბრაიდი, რომელმაც გამჭვირვალობის ქართულ კანონზე ევროპის საბჭოს დაკვეთით დასკვნა მოამზადა, სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი იყო! - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

დეპუტატი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ორ დოკუმენტს - ევროპის საბჭოს დასკვნის თავფურცელს და ევროპული სასამართლოს საქმიდან „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ამონარიდს, სადაც სწორედ მაკბრაიდის სახელია მითითებული.

იონათამიშვილი ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მომზადებული დასკვნა, ევროსაბჭოს ვებგვერდზე, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი დოკუმენტი, ისე აიტვირთა, შემდგომში კი, ვენეციის კომისიის საბოლოო რედაქციასაც დაედო საფუძვლად.

“ევროპის საბჭოს დაკვეთით, გამჭვირვალობის შესახებ ქართულ კანონზე დასკვნა სააკაშვილის ადვოკატმა ჯერემი მაკბრაიდმა მოამზადა! ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი ჯერემი მაკბრაიდი, რომელმაც გამჭვირვალობის ქართულ კანონზე ევროპის საბჭოს დაკვეთით დასკვნა მოამზადა, სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი იყო! ეს დოკუმენტი, რომელიც 15 მაისით არის დათარიღებული, ევროპის საბჭოს ვებგვერდზე, როგორც მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა, ისე აიტვირთა და შემდეგში, ვენეციის კომისიის დასკვნის საბოლოო რედაქციას დაედო საფუძვლად. ვტვირთავ ორ დოკუმენტს, ერთი ევროპის საბჭოს დასკვნის თავფურცელია, მეორე ამონარიდი ევროპული სასამართლოს საქმიდან „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“. აი, ეს ადამიანი ჯერემი მაკბრაიდი გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე იცავდა სააკაშვილს! ანუ, სააკაშვილის ყველაზე ამორალური დანაშაულების "გამპრავებელი" იურისტი, გამჭვირვალობის ქართულ კანონზე დაწერდა, თუ არა ობიექტურ სამართლებრივ დასკვნას? რა თქმა უნდა, არა! და ვინც ის დაიქირავა, იყო თუ არა მათთვის სააკაშვილის ადვოკატობა გადამწყვეტი ფაქტორი? ბატონმა მაკბრაიდმა სააკაშვილთან ერთად, პირწმინდად წააგო საქართველოსთან ორივე საქმე! ასე დამარცხდება ყველა, ვინც საქართველოში ცდილობს გათელოს კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობის პრინციპი, ეროვნული ფასეულობები, სუვერენიტეტი და ჩვენი ღირსება!” - წერს რატი იონათამიშვილი.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო