მაკა ბოჭორიშვილი - მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი სამართლებრივი კომენტარი ან რეკომენდაცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტზე - თუ გვჭირდება მისი მიახლოება ევროპულ სტანდარტებთან, დიახ, ჩვენ მზად ვართ

არსებობს გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხები, როდესაც საქმე ეხება ამ [არასამთავრობო] ორგანიზაციების დაფინანსებას. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ამ ორგანიზაციების გაზრდილ მონაწილეობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საქართველოში, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით Euronews-თან საუბრისას განაცხადა.

როგორც ბოჭორიშვილმა განმარტა, იმ მუხლში, სადაც აღნიშნულ ორგანიზაციებს აქვთ დარეგისტრირების ვალდებულება, ნათქვამია, რომ კანონი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების წინააღმდეგ.

მისივე თქმით, ხელისუფლება მზად არის კანონთან დაკავშირებით ნებისმიერი სამართლებრივი რეკომენდაციის განხილვისთვის.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის სრული გამჭვირვალობა გვქონდეს იმის შესახებ, თუ ვინ დგას უკან და რა დგას მათ მიერ გამოთქმული პოლიტიკური პოზიციების უკან.

საუბარია ორგანიზაციების რეგისტრაციაზე. იმ მუხლში, სადაც მათ აქვთ დარეგისტრირების ვალდებულება, ნათქვამია, რომ ეს კანონი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების წინააღმდეგ. ჩვენ ასევე მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი სამართლებრივი კომენტარი ან რეკომენდაცია ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით. თუ ჩვენ გვჭირდება მისი მიახლოება ევროპულ სტანდარტებთან, დიახ, ჩვენ მზად ვართ ამისთვისაც”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება