იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - იტალია პალესტინელების დასახმარებლად 35 მილიონ ევროს გამოყოფს

იტალია პალესტინელების დასახმარებლად 35 მილიონ ევროს გამოყოფს, - ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა.

ანტონიო ტაიანის ცნობით, იტალია გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს დაფინანსებას განაახლებს და სააგენტოს პროექტებისთვის 5 მილიონ ევროს, ხოლო დარჩენილ თანხას „საკვები ღაზასთვის“ ინიციატივის დაფინანსებისთვის გამოყოფს.

„იტალიამ გადაწყვიტა კონკრეტული პროექტების დაფინანსება განაახლოს, რომლებიც პალესტინელი ლტოლვილების დახმარებას ითვალისწინებს, მაგრამ მხოლოდ საფუძვლიანი შემოწმების შემდეგ, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ტერორიზმის მხარდასაჭერად ერთი ცენტიც არ იქნება გამოყენებული“, - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოსთან თანამშრომლობა რამდენიმე ქვეყანამ განაახლა. გასულ თვეში, გერმანიამ გადაწყვეტილება დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის მიერ გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიიღო. დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის ანგარიშის მიხედვით, გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, მაგრამ ისრაელს მტკიცებულებები, რომ სააგენტოს თანამშრომლები ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან, ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება