UNiDAYS-ის  კვლევით,  თბილისი ყველაზე მიმზიდველი ქალაქია, სადაც სტუდენტები  2024 წლის არდადეგებზე იმოგზაურებდნენ

საქართველოს დედაქალაქი საერთაშორისო სტუდენტებისთვის ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ ლოკაციად დასახელდა - მსოფლიოს უდიდესი სტუდენტური ქსელის, UNiDAYS-ის კვლევის მიხედვით, თბილისი ყველაზე მიმზიდველი დესტინაციაა, სადაც სტუდენტები 2024 წლის არდადეგებზე იმოგზაურებდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, თამარ ყორიაულის შეფასებით, სასიხარულოა, რომ თბილისი, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო მედიისა და პლატფორმების მიერ არაერთხელ დასახელდა, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულება, საერთაშორისო სტუდენტებს შორის მეტად პოპულარული ხდება.

„ვაპირებთ, რომ მომავალშიც გავაგრძელოთ მარკეტინგული კამპანიები და სხვადასხვა აქტივობები იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ქვეყანაში“, - აღნიშნა თამარ ყორიაულმა.

მათივე ცნობით, UNiDAYS-ის 2024 წლის სტუდენტების მოგზაურობის ინდექსი, სადაც თბილისმა პირველი ადგილი დაიკავა, ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: განთავსების ფასები, ტურისტული ატრაქციები, ჯგუფური აქტივობები, უსაფრთხოების რეიტინგი, კვების საშუალო ღირებულება და სხვა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება