„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 26 მაისს რუსთაველზე სამეწარმეო მარკეტი მოეწყობა

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებთან ერთად, ტრადიციულად, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე სამეწარმეო მარკეტი მოეწყობა, რომლის მიზანი ქართველი მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციაა.

„აწარმოე საქართველოს” ცნობით, ღონისძიებაში 100-ზე მეტი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას, მათი უმრავლესობა სააგენტოს სხვადასხვა პროგრამის ბენეფიციარია. გამოფენა-გაყიდვაზე მეწარმეები წარმოადგენენ საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალსახეობას - ხის ნაკეთობებს, სათამაშოებს, სახლის დეკორს, სამკაულებს, ტანსაცმელს, ჩანთებს, ტყავის აქსესუარებს და სხვა.

„ამასთან, სამეწარმეო მარკეტზე წარმოდგენილნი იქნებიან "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარი კომპანიები საკვებისა და სასმლის მიმართულებით, რომლებიც სტუმრებს ქართულ ნედლეულზე დამზადებულ წვენებს, თხილეულსა და ჩირეულს, ალკოჰოლურ და არაალკოჰოლურ სასმელს შესთავაზებენ. ღონისძიების თითოეულ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი.

რუსთაველზე, სამეწარმეო მარკეტის ტერიტორიაზე მოეწყობა ფუდკორტი, მუსიკალური და ახალგაზრდული სივრცეები, სადაც სტუმრები მთელი დღის განმავლობაში შეძლებენ დასვენებასა და განტვირთვას.

26 მაისის სამეწარმეო მარკეტი საუკეთესო საშუალებაა ქართველი მეწარმეებისთვის წარმოაჩინონ საკუთარი პროდუქცია და გააცნონ ის როგორც ქართველ, ისე უცხოელ დამთვალიერებლებს. აღნიშნული აქტივობა ხელს მეწარმეობის სულისკვეთების ამაღლებას უწყობს და ალტერნატიულ სავაჭრო/გასართობ სივრცეს ქმნის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება