ვაკის პარკიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეების მსვლელობა დაიწყო

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე პირებმა, რომლებიც ვაკის პარკთან იყვნენ შეკრებილები, მსვლელობა დაიწყეს.

აქციის მონაწილე პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები და აკადემიური წრეების სხვა წარმომადგენლები მსვლელობით თსუ-სთან მივლენ.

მათი მოთხოვნაა, მთავრობამ აღნიშნული კანონპროექტი გაიწვიოს.

„ჩვენ, საქართველოში არსებული უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, მკვლევრები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ვუერთდებით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ საწინააღმდეგო სამართლიან და დემოკრატიულ სამოქალაქო პროტესტს, რომლის ჩახშობა საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ სცადა. გარდა პირდაპირი ძალადობისა, საუნივერსიტეტო საზოგადოების - სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების სამართლიანი პროტესტის ჩასახშობად და გასაჩუმებლად, ხელისუფლება ცდილობს შელახოს საქართველოს უნივერსიტეტების ავტონომია, გამოხატვისა და აკადემიური თავისუფლება და შესაბამისად, უგულებელყოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით განსაზღვრული გარანტიები.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული კანონის ამოქმედება და არსებული ავტორიტარული რეჟიმი საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეს აყენებს მძიმე რეპუტაციულ ზიანს, აუქმებს აკადემიურ თავისუფლებას და აბრკოლებს საერთაშორისო თანამშრომლობას. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ქართული საუნივერსიტეტო და სამეცნიერო იზოლაციას და ეროზიას გამოიწვევს.

ვიაზრებთ რა აღნიშნულ საფრთხეებს, ვთვლით, რომ აკადემიური საზოგადოების გაერთიანება საუნივერსიტეტო და სამეცნიერო საქმიანობის მთავარი პრინციპების დასაცავად და შესაბამისად ქვეყნის თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამიტომ ვუერთდებით საზოგადოებრივ პროტესტს და 25 მაისს, 5 საათზე ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან ვაწყობთ მარშს - ვაკის პარკი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - გმირთა მოედანი. შემოგვიერთდით“, - ნათქვამია ერთიან მიმართვაში, რომელსაც აქციაში მონაწილე აკადემიური წრის წარმომადგენლები ავრცელებენ.

აღნიშნული პირები 19:00 საათზე, პარლამენტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა