გოგლა ლეონიძის ყანწები KTW ჯგუფმა სახლ-მუზეუმს საჩუქრად გადასცა

„სახსოვრად გიორგი ლეონიძეს პატარძეულის ახალგაზრდებისგან. 20.02.1966“ - ეს წარწერა ამოტვიფრულია ყანწებზე, რომელიც პატარძეულის ახალგაზრდებმა გოგლა ლეონიძეს უსახსოვრეს. სოფელ პატარძეულის მიმართ სიყვარული, სადაც თავად პოეტი და მწერალი დაიბადა, მის არაერთ ლექსში იკითხება.

„მე მინახია ბევრი ქვეყნები

და ქალაქები ათასეული,

მაგრამ სუყველგან მე ხელს მიქნევდა

ჩემი პატარა პატარძეული.“

სოფელ პატარძეულში KTW ჯგუფის საწარმო და ღვინის სახლი მდებარეობს. 2014 წელს, სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი გიორგი ლეონიძისადმი მიძღვნილ საღამოებს. ღონისძიებები საქველმოქმედო ფონდის „ქართული სულის“ ეგიდით ტარდებოდა და კომპანიას არაერთი ლაურეატი ჰყავს დაჯილდოვებული.

„დღევანდელი საღამო უდიდესი ქართველი მწერლის, გოგლა ლეონიძისადმი მიძღვინილი ღონისძიებების ციკლის გაგრძელებაა. დღეს, სიმბოლურად, სახლ-მუზეუმს საჩუქრად გადავეცით ყანწები, რომელიც ჩვენ შევიძინეთ და გოგლასთვის პატარძეულის ახალგაზრდობას უსახსოვრია. საგულისხმოა, KTW ჯგუფის უხუცესთა საბჭოს წევრების ახალი ინიციატივის თანახმად, 2 წელი მუზეუმებისთვის დაკარგული ნივთების დაბრუნების პერიოდად გამოცხადდა. ეს იქნება გოგლა ლეონიძის, ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმი თუ სხვა," - ზურაბ ჩხაიძე, KTW ჯგუფის პრეზიდენტი.

KTW ჯგუფი მადლობას უხდის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორს, ბატონ ანდრო ბედუკაძეს, დაკარგული ყანწების მოძიებაში დახმარებისთვის. სიმბოლურია, რომ ილიას სახლ-მუზეუმი სწორედ გოგლა ლეონიძის დაარსებულია.

„ყველა ნივთი, რომელიც გოგლას უკავშირდება, ჩვენი სახლ-მუზეუმისთვის უძვირფასესია. მადლობა ბატონ ზურაბს და მის კომპანიას ამ საჩუქრისთვის. მითუმეტეს, რომ კახური ღვინისადმი გიორგი ლეონიძის სიყვარული ყველასთვის ცნობილია და მის ძვირფას ლექსებში შეგვიძლია ამოვიკითხოთ“ - ბესიკ ღვინაშვილი, საგარეჯოს კულტურული ობიექტების გაერთიანების დირექტორი.

„სანამ ცოცხლობენ,

ვიდრე სუნთქავენ,

იალბუზი და ალაზნის ველი,

მზეს სადღეგრძელოს გამოუთქვამენ,

და ზოგჯერ თვალიც გვექნება სველი!

საქართველოში ყანწი მეტია,

სანამდის ვაზი! - ასე იცოდეთ!

გულთ სიყვარული ვერ დამეტია,

ნარგები ყანწი გამომიწოდეთ!“

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს