ჰერალდიკის საბჭო საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ჰერალდიკის საბჭო საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„26 მაისი ეროვნული ერთიანობის დღეა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენენ ამ დღეს საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები - სახელმწიფო დროშა და სახელმწიფო გერბი. ისინი გამოხატავენ საქართველოს ისტორიულ გზას, არჩევანს.

საქართველოს დროშა, ქვეყნის ცივილიზაციური კუთვნილების სიმბოლოა, განმტკიცებული კონსტიტუციით და თითოეული მოქალაქის სულისკვეთებით.

დროშა ჩვეულებისამებრ გადმოვფინოთ სახლიდან, აღვმართოთ თვალსაჩინო ადგილას. ტრადიცია უკვე დამკვიდრებულია და ყოველ ჯერზე გვახსენებს გამაერთიანებელი ღირებულებების, სახელმწიფოებრივი მიზნების ურყეობას.

გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს!“, - წერია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს