მიხეილ სარჯველაძე - დიდებული დღე თითოეული ქართველისთვის, ვინც ამ ქვეყნის ნამდვილი გულშემატკივარია და ვისთვისაც მნიშვნელოვანია, საქართველოს ინტერესი მუდმივად იყოს ნომერ პირველი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, საქართველოს მოქალაქეებს, დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ეს არის დღე, როდესაც აღდგა ნანატრი, საქართველოს დამოუკიდებლობა და ფუნდამენტი ჩაეყარა თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს.

„ვულოცავ, მთელ საქართველოს, ამ დიდებულ დღესასწაულს. დიდებულს თავისი არსით, შინაარსითა და მნიშვნელობით - ეს არის ის, რაც არაერთი ქართველის, სახელოვანი მამულიშვილის ოცნება და იდეა იყო. დიდებული დღე თითოეული ქართველისთვის, ვინც ამ ქვეყნის ნამდვილი გულშემატკივარია და ვისთვისაც მნიშვნელოვანია, საქართველოს ინტერესი მუდმივად იყოს ნომერ პირველი. ეს არის დღე, როდესაც საკუთარ თავს უნდა შევახსენოთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დაუღალავი ბრძოლა და მუშაობა, რომ ყოველდღიური დღის წესრიგის ნაწილი იყოს, იმის სამსახურში ყოფნა, რაც გვეამაყება და რაც გვაერთიანებს. ამით ახდა ოცნება ილია ჭავჭავაძისა და ბევრი მოღვაწისა, ვინც ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ჩამოვყალიბებულიყავით ასეთ ერად და გვეამაყა ჩვენი ქვეყნის იდენტობით. ეს არ არის ისეთი რამ, რაც ერთხელ მოვიდა და რასაც გაფრთხილება არ სჭირდება. ამას სჭირდება, დაუღალავად შრომა, რომ საქართველოს სახელი მუდმივად იკავებდეს დამსახურებულ ადგილს, სხვა ერთა შორის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საქართველო, ბოლო წლების განმავლობაში, უწყვეტად, მაღალი ტემპით, იმ მიმართულებით ვითარდება, რასაც ქვეყნის მაღალი დონის, ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება ჰქვია.

„ყველა სექტორში, იქნება ეს ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, თავდაცვისუნარიანობის, განათლების, თუ სამართლის სფერო, გვაქვს უზარმაზარი პროგრესი. პროგრესი სწორედ იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია ევროპული ღირებულებების ერთგულება. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი საქმე, რომელსაც სჭირდება სერიოზული შრომა, იმის კვალდაკვალ, რასაც ჩვენი ერის თვითმყოფადობის გაფრთხილება ჰქვია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის