ხარკოვში დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა

რუსული ძალების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ხარკოვის საოლქო პროკურატურა იუწყება.

„ხარკოვზე რუსეთის იერიშის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 68 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, 10 დაღუპულის იდენტიფიცირება ჯერჯერობით არ მომხდარა.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გუშინ ხარკოვი რამდენჯერმე დაბომბეს, მათ შორის ჰიპერმარკეტ „ეპიცენტრს“ საჰაერო ბომბებით დაარტყეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება