თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ძალებს - თქვენი მხედრული სულისკვეთება და მაღალი პროფესიონალიზმი არის ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის ფარი

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განასახიერებს საქართველოს მოქალაქეების თავგანწირვითა და გმირობით გაჯერებულ, მუდმივ სწრაფვას თავისუფლებისკენ და თავისუფლება მოპოვებული სახელმწიფოს ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საზოგადოებას, განსაკუთრებით კი განსაკუთრებით თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს.

ირაკლი ჩიქოვანის შეფასებით, ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი და თავდადება საზოგადოდ არის აღიარებული.

„სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ტრადიციები, სხვადასხვა ეთნოსისა და აღმსარებლობის წარმომადგენლების მიერ გამდიდრებული იდენტობა, ტოლერანტობა და მრავალწლოვანი კულტურა წარმოადგენს ჩვენი სამშობლოს სიძლიერის საფუძველთა საფუძველს. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, „ეროვნული მოძრაობის“ თავკაცები, მათ უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის აღდგენაში. დიდება მათ ხსოვნას. ეს დღე მინდა განსაკუთრებით მივულოცო თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს. თქვენი მხედრული სულისკვეთება და მაღალი პროფესიონალიზმი არის ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის ფარი. ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი და თავდადება საზოგადოდ არის აღიარებული. საქართველოს თავდაცვის ძალები ურთიერთთავსებადობის თვალსაზრისით მოწინავეა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ასპირანტ და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის. ეს აღიარება მაღალი პროფესიონალიზმის და უდიდესი თავგანწირვის ფასად არის დამსახურებული“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება