კახა კალაძე - ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი ქართველისთვის, ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი, ქვეყნის გამთლიანების სურვილია

თბილისის მერი კახა კალაძე თავისუფლების მოედანზე, სამხედრო მომსახურეთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო და ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

მისი თქმით, ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიპოვეს და გადმოგვცეს ქვეყნის დამოუკიდებლობა, რასაც დაცვა და შენარჩუნება სჭირდება.

„სრულიად საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს! ამ დღეს ჩემი მთავარი სურვილი, ისევე როგორც ნებისმიერი ქართველისთვის, ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი, ქვეყნის გამთლიანების სურვილია. ქვეყნის დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია-იყო დამოუკიდებელი, თავისუფალი, დაცული იყოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ტერიტორიების ხელშეუხებლობა. ამ ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობის უფლებაა, მართოს ქვეყანა საკუთარი რწმენისა და ნების შესაბამისად. ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიპოვეს და გადმოგვცეს დამოუკიდებლობა და ამას სჭირდება შენარჩუნება. ჩვენ დღესაც გვიწვეს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მეუღლესთან ერთად დაესწრო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება