ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს - გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და ვუსურვებ მეგობარ საქართველოს მშვიდობას, კეთილდღეობასა და ახალ მიღწევებს

გულითადად გილოცავთ თქვენ და ქართველ მოძმე ხალხს ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, - სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წერილშია აღნიშნული, რომელიც მან ქართველ კოლეგას, ირაკლი კობახიძეს გაუგზავნა.

„დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მეგობარ საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარება ყველა სფეროში სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობების ერთობლივი და თანმიმდევრული მუშაობის შედეგად, ჩვენ შევძლებთ ამ ბაზის სრულად გამოყენებას ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და გაფართოებისთვის“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

სომხეთის პრემიერი ხაზს უსვამს ორმხრივ და რეგიონულ საკითხებზე ნაყოფიერი დისკუსიების მნიშვნელობას, რომელიც ერევანში, მიმდინარე წლის მარტში გაიმართა.

„დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, რომელიც ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ცივილიზაციურ საზოგადოებას, მოემსახურება ჩვენი ორი სახელმწიფოსა და რეგიონის სტაბილურობასა და კეთილდღეობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და ვუსურვებ მეგობარ საქართველოს მშვიდობას, კეთილდღეობასა და ახალ მიღწევებს“, - წერს ფაშინიანი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება