ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს - დარწმუნებული ვარ,  წარმატებით გავაგრძელებთ ერთობლივ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობების ყველა სფეროში გაფართოებაზე

ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გადმოგცემთ თქვენ და მთელ თქვენს ხალხს გულწრფელ მილოცვას მეგობარი საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან - დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მისალოც წერილშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გაუგზავნა.

„აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები სათავეს იღებს ჩვენი მეგობარი ხალხების ურღვევი ნებისა და განზრახვიდან, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ კეთილმეზობლობისა და ურთიერთგაგების პირობებში. სასიხარულოა, რომ ჩვენმა სახელმწიფოთაშორისმა ურთიერთობებმა დღეს ახალი მასშტაბი შეიძინა, ურთიერთნდობასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული ჩვენი პარტნიორობა წარმატებით ვითარდება და მდიდრდება ახალი შინაარსით“, - აღნიშნულია წერილში.

ილჰამ ალიევი წერს, სატრანსპორტო, ენერგეტიკული და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც სტრატეგიული მნიშვნელობისაა და საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ ერთობლივად განხორციელდება, ემსახურება არა მხოლოდ ამ ორი ქვეყნის ხალხების ინტერესებს, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფართო რეგიონში - ევრაზიულ სივრცეში, ხსნის რა შეუცვლელ შესაძლებლობებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებით გავაგრძელებთ ერთობლივ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობების ყველა სფეროში გაფართოებაზე, ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაზე, ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებაზე ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის და ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს - მუდმივ კეთილდღეობას“, - აღნიშნულია წერილში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება