სტიქიამ ბოლნისში ხიდები და გზები დააზიანა - დატბორილია სასოფლო სამეურნეო სავარგულების ნაწილი და საცხოვრებელი სახლები

ბოლნისში ძლიერმა წვიმამ რამდენიმე საავტომობილო ხიდი, ბოგირი, საცალფეხო ხიდი და მასთან მისასვლელი გზის ნაწილი დააზიანა. ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაიტბორა ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული სასოფლო სამეურნეო სავარგულების ნაწილი და საცხოვრებელი სახლები.

„სტიქიის ადგილზე დილიდან იმყოფებიან ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში შექმნილია მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც მოქალაქეების განცხადების საფუძველზე, ვითარებას ადგილზე შეისწავლის და რამდენიმე დღეში გახდება ზუსტი ზარალის ოდენობა ცნობილი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება