სახელმწიფო მინისტრის აპარატი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მარნეულში მასპინძლობს

26 მაისი საზეიმოდ აღინიშნება მარნეულშიც, სადაც დილიდან მოსახლეობა „კიდევაც დაიზრდებიან“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზეა შეკრებილი.

ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილობრივებისთვის მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, სპორტული აქტივობები, კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და შოუები იმართება.

პრესსამსახურის ინფორმაციის თანახმად, მოწყობილია თემატური ინსტალაციები, ფოტოზონები, პავილიონები, მოსასვენებელი სივრცეები, ხელნაკეთი ნივთებისა და შემეცნებითი გამოფენები. ასევე, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა დაათვალიერონ.

ქალაქის შესასვლელში „კიდევაც დაიზრდებიან“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა, ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა და მარნეულის მერმა, კენან ომაროვმა მიულოცეს.

„სახელმწიფო მინისტრის აპარატი ტრადიციულად მარნეულში მასპინძლობს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულს. დღეს აქ ნამდვილი სახალხო ზეიმია, რამდენადაც სხვადასხვა კულტურის, ეთნოსის, მრწამსის წარმომადგენელი ადამიანები ასაკის მიუხედავად ერთად ზეიმობენ დამოუკიდებლობის დღეს. დღეს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ისტორიისთვის, ასევე დღევანდელობისთვის, რადგან დამოუკიდებლობისადმი სწრაფვა გვაერთიანებს. ეს არის დღე რომელიც გვიყვარს და გვაძლიერებს", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ამ წუთებში კი ადგილობრივი შემსრულებლები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები კონცერტს მართავენ. ღონისძიება კულმინაციას 17 საათსა და 10 წუთზე მიაღწევს, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ შორის, მარნეულშიც საქართველოს ჰიმნი საზეიმოდ შესრულდება. საღამოს დაგეგმილ კონცერტზე კი ჯგუფი „გუფილენდი“ იმღერებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება