ჯო უილსონი ქართველ ხალხს - თქვენ მოიპოვეთ მსოფლიოს ყურადღება და დაფასება იმის გამო, რომ იცავთ ქართველი ხალხის თავისუფლებას და ნათელ მომავალს

გისურვებთ საუკეთესო სურვილებს თქვენს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. თქვენ მოიპოვეთ მსოფლიოს ყურადღება და დაფასება იმის გამო, რომ იცავთ ქართველი ხალხის თავისუფლებას და ნათელ მომავალს, - ამის შესახებ "მეგობარი აქტის" ავტორი, აშშ-ის კონგრესმენი, ჰელსინკის ჯგუფის თავმჯდომარე, ჯო უილსონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში აცხადებს.

„ჩვენ ერთად ვუპირისპირდებით კრემლის ბნელ საუკუნეებში საქართველოს დაბრუნების მცდელობას, ვინც ქართველი ხალხის ნებას თავს ესხმის და გამოწვევას უქმნის ჩვენს კავშირს და ჩვენ გვაქვს კავშირი. ჩვენ ვიცით, რომ მტერი დამარცხდება და ქართველი ხალხი წარმატებას მიაღწევს. მე, როგორც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჩემს კოლეგებთან ერთად, წარვუდგინე კონგრესს „მეგობარი აქტი“, რათა მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიაზე თავდასხმაზე, პასუხი აგონ. ამ კანონმდებლობის სულისკვეთება ასევე მოიცავს ვალდებულებებს, ვიმუშაოთ ჩვენს საერთო მიზნებზე და შევინარჩუნოთ ძლიერი და დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო. ღმერთმა დაგლოცოთ, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ამერიკელი ხალხი დგას ქართველი ხალხის გვერდით, რადგან თქვენ იცავთ თავისუფლებას და დემოკრატიას, რომელიც სიმბოლოა მსოფლიოსთვის“, - აცხადებს კონგრესმენი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება