სტიქიის შედეგად ქალაქ მარნეულში და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გზები დაიტბორა - მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები

26 მაისს, გამთენიისას, მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსულმა სტიქიამ ქუჩები დატბორა.

უხვი ნალექის გამო ადიდდა მდინარე ალგეთი, ხრამი და დებედა. დაიტბორა ქალაქ მარნეულის ქუჩების ნაწილი, ასევე, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი.

“მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან და პარლამენტის წევრთან ერთად, ადგილზე იმყოფებიან და მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად აქტიურად მუშაობენ ზიანის ლოკალიზებაზე. ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი და სამაშველო აქტივობები.

სტიქიასთან დაკავშირებით ამოქმედდა მუნიციპალიტეტის ცხელი ხაზი. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ დაგვიკავშირდნენ და მოგვაწოდონ ინფორმაცია ზიანის შესახებ შემდეგ ნომრებზე: 591 97 63 69; 591 97 58 04 აღსანიშნავია, რომ მერიაში არსებული „მუდმივმოქმედი სტიქიისა და ხანძრის შედეგად წარმოქმნილი ზარალის დამდგენი კომისიის" ბაზაზე, შეიქმნა დამატებითი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ადგილზე მოახდენენ, სტიქიის შედეგად წარმოქმნილი ზარალის შესწავლას”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც მარნეულის მერია ავრცელებს.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება