თეა ახვლედიანი მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც თეა ახვლედიანი აღნიშნავს, უაღრესად ფასდაუდებელია ღირსეულად „დავიცვათ მონაპოვარი და კიდევ უფრო გავაძლიეროთ სახელმწიფო, რათა გავაერთიანოთ საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი ხალხი და მივაღწიოთ ევროკავშირის სრულფასოვან, ღირსეულ და დამსახურებულ წევრობას“.

„გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, რომელიც თავისთავად აერთიანებს და განასახიერებს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერის ისეთ ღირებულებებს და მისწრაფებებს, რაც ნამდვილად გვეამაყება და გვაერთიანებს. გვეამაყება ჩვენი ქვეყნის და ერის უნიკალური იდენტობა, მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მრავალფეროვანი კულტურა და ტრადიციები და რა თქმა უნდა გვეამაყება ჩვენი ეროვნული იდეისთვის, სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, მისი სიძლიერისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლაში თავგანწირული ყველა დროის ჩვენი გმირები და სახელოვანი ადამიანები. სწორედ ამიტომ ჩვენთვის უაღრესად ფასდაუდებელია ღირსეულად დავიცვათ ეს მონაპოვარი და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფო, რისთვისაც ჩვენ ყოველდღიურად ვემსახურებით ჩვენს ეროვნულ პრიორიტეტებს, იმის მისაღწევად, რომ გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა, გავაერთიანოთ საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი ჩვენი ხალხი და მივაღწიოთ ევროკავშირის სრულფასოვან, ღირსეულ და დამსახურებულ წევრობას. სწორედ ეს არის, რასაც ვთავაზობთ ჩვენს თანამემამულეებს საოკუპაციო ხაზს მიღმა, - ყველა იმ სიკეთეს, სარგებელს და კეთილდღეობას, რომლისთვისაც იღწვის ჩვენი ქვეყანა და ხალხი ერთობლივად", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება