ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი უნდა მოემზადოს შესაძლო ომისთვის და მიიღოს ზომები ერთობლივი შეიარაღებისთვის

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის არაერთგზის მუქარის ფონზე, ევროკავშირი უნდა მოემზადოს შესაძლო ომისთვის და მიიღოს ზომები ერთობლივი შეიარაღებისთვის, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

”ვინც პუტინის მსგავსად ლაპარაკობს და იქცევა, არ სურს მშვიდობა, არამედ აპირებს გააგრძელოს”, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ფონ დერ ლაიენმა, რომელიც ადრე გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა, ხაზი გაუსვა უკრაინის მუდმივი მხარდაჭერისა და ამავე დროს საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობას.

”თუ ჩვენ გვსურს შევინარჩუნოთ მშვიდობა ჩვენს კონტინენტზე, მაშინ გვჭირდება ინვესტიცია თავდაცვაში”, - აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ღონისძიებების დაფინანსება ევროკავშირის წევრი ქვეყნების შენატანებიდან მიღებული საბიუჯეტო სახსრებით უნდა განხორციელდეს.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის დამფუძნებელი შეთანხმებები ითვალისწინებს საერთო თავდაცვის პოლიტიკას, მაგრამ არ ითვალისწინებს სამხედრო და თავდაცვის მიზნებისთვის ოპერატიული ხარჯების ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებას.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება