გიორგი ტყემალაძე - 26 მაისი ჩვენი უმთავრესი ეროვნული დღესასწაულია, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს გვაერთიანებს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და საქართველოს შეიარაღებული ძალების წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.

ფიცის დადების საზეიმო ცერემონია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიმართა. ფიცის დადების შემდეგ, მოსახლეობას სიტყვით ქვეყნის პირველმა პირებმა მიმართეს.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს წევრებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე გამართულ სახალხო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.

„სრულიად საქართველოს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს თარიღს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 26 მაისი ჩვენი უმთავრესი ეროვნული დღესასწაულია, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს გვაერთიანებს! რთული და გამოწვევებით სავსე გზა გაიარა საქართველომ დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში, ამ ბრძოლას თავი შესწირეს გმირებმა, რომელთა დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს!“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ, რომლის კომენტარსაც საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე მთელი დღის განმავლობაში წარმოდგენილია შემეცნებითი, გასართობი სივრცეები, ისტორიული, საგამოფენო სტენდები, ასევე საბავშვო ზონები.

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს 18 ქალაქში გაიმართა.

26 მაისის საზეიმო ღონისძიებებს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი დაასრულებს, რომლის მთავარი თემაა - „ამბავი საქართველოზე“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება