ირაკლი ქარქაშაძე - ავიაცია არის ის, რაც გვეამაყება და გვაერთიანებს

ზუსტად 17 საათსა და 10 წუთზე, როცა 106 წლის წინ, ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს ხელი მოეწერა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით, თელავის მოქმედი აეროდრომიდან, საავიაციო უნივერსიტეტის ორი საჰაერო ხომალდი აფრინდა და თელავის ცენტრალური მოედნის თავზე მწყობრში გადაიფრინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება დამოუკიდებლობის დღეს, ერეკლე მეორის სახელობის აეროპორტის გაცოცხლებული კონცეფციით კახეთში, თელავის ცენტრალურ მოედანზეა წარმოდგენილი.

აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავიაცი არის ის, რაც გვეამაყება და გვაერთიანებს.

"ვულოცავ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე ნამდვილად ჩვენია და მიხარია, რომ უკანასკნელი 12 წლის მანძილზე ეს არის სახალხო ზეიმი და მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში აღინიშნება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება დღეს წარმოდგენილია თელავში. ჩვენ თელაველებს ვაცნობთ იმ აეროპორტის კონცეფციას, რომელსაც უახლოეს მომავალში აქ ავაშენებთ და რიგით მეექვსე აეროპორტი იქნება საქართველოს მასშტაბით. გარდა აეროპორტის კონცეფციისა, ჩვენ მოწყობილი გვაქვს სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი სივრცეები, მათ შორის, საქართველოში წარმოებული დრონები და საჰაერო ხომალდი. შესაბამისად, მადლობა მინდა გადავუხადო ვიზიტორებს, რომელთა ნაკადიც არ წყდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელი დღე შედგა და ჩვენ საქართველო გვაერთიანებს და გვეამაყება“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, თელავის ცენტრში მოსულ ვიზიტორებს საინტერესო და ორიგინალური ინსტალაციები, თანამედროვე დიზაინის, ინტერაქციული და ინფორმაციული სივრცე ხვდებათ, რომელიც ავიაციისა და აეროპორტების თემატიკით არის გაჯერებული.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს