„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები აქციას - "მარად და ყველგან, საქართველოვ მე ვარ შენთანა" მართავენ

"მარად და ყველგან, საქართველოვ მე ვარ შენთანა" - ამ ლოზუნგით ფილარმონიასთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები შემდეგ ჭავჭავაძის გამზირის გავლით, მარშით ვაკის პარკში გადაინაცვლებენ.

საპროტესტო აქციასა და მარშში მონაწილეობას სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციები, გაფიცული სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, კულტურისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იღებენ.

აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ისინი სკანდირებენ - "საქართველო, საქართველო, არა რუსულ კანონს!". საპროტესტო აქციის გამო, საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება