გარდაბნის ცენტრალურ პარკში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა

„26 მაისი, რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“ - გარდაბნის ცენტრალურ პარკში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა საზეიმო მსვლელობა რომელშიც მონაწილეობა ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ადგილობრივი ანსამბლების წევრებთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს.

„ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის და ა(ა)იპ ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის ბიბლიოთეკების დეპარტამენტისა და ხალხური რეწვის ოსტატთა და ხელოვანთა მიერ მოეწყო 26 მაისთან დაკავშირებული საგამოფენო სივრცეები.

ღონისძიება ანა ონიანის მიერ შესრულებული საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, რის შემდგომაც სცენა დაიკავეს ფოლკლორულმა ანსამბლებმა: „ბეთანია“, „იალნო“, „ლაჟღვაში“.

ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა: „ზეგარდი“, „სვანთა“, „სართიმედი“, „ჯვარული“, „საჯეირნო“, „ათინათი“.

მაყურებლის წინაშე ასევე, წარდგნენ გარდაბნისა და ნორიოს სამუსიკო სკოლების მოსწავლეთა გუნდები და სოლო შემსრულებელი მარიამ თეგეთაშვილი, ხოლო დასკვნით ნაწილში დაუკრა დასარტყამ ინსტრუმენტთა ანსამბლმა „არტ ლაიფი“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება