რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი მიმდინარეობს

პირველი რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი მიმდინარეობს.

გალა-კონცერტში მონაწილეობენ: „თბილისის ქალთა გუნდი“, ანსამბლი „ერისიონი“, ანსამბლი „რუსთავი“, ანსამბლი „ჩაკრულო“, ანსამბლი „შილდა“, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, ანსამბლი „ბასიანი“, ანსამბლი „ნართები“, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, ამბროლაურის ანსამბლი „საგალობელი“, აჭარის ანსამბლი „არსიანი“, ანსამბლი „მძლევარი“, პატრიარქის ნათლულთა გუნდი „საგალობელი“.

წელს 26 მაისს საზეიმო ღონისძიებები თბილისში, თავისუფლების მოედანზე წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიით გაიხსნა. თბილისში და რეგიონებში საზეიმო ღონისზიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. წელს 26 მაისის სლოგანია - „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება