ეკა ბესელია - პრეზიდენტის ლიდერობით პროდასავლური ძალების და საქართველოს მოქალაქეების კონსოლიდირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს

დღეს პრეზიდენტის ლიდერობით პროდასავლური ძალების და საქართველოს მოქალაქეების კონსოლიდირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოების თანხმობა არსებობს საქართველოს ევროპული არჩევანის მიმართ, მაგრამ პრეზიდენტის გარდა ხელისუფლებიდან არავინ არის ამ იდეის და კურსის დამცველი.

“დღეს, როდესაც დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენ ვაფასებთ, თუ როგორ მოვედით აქამდე, ეს გზა თავგანწირვის და განსაკუთრებული სიმამაცის მაგალითების გარეშე არ მომხდარა. დამოუკიდებლობა და თავისუფლება შენარჩუნდა სწორედ ამის ფასად. დღეს დამოუკიდებლობას სხვა დატვირთვა, განზომილება, ფასი აქვს. ამიტომაც ის სახიფათო ცვლილება კურსის, ევროინტეგრაციის გზის შეტრიალება “ქართული ოცნებისა” მხრიდან რუსეთის მხარეს არის ისეთი ღია საფრთხე, რომლის დროსაც ერთიანდება ერი და ბერი.

ამიტომაც დღეს პრეზიდენტის ლიდერობით პროდასავლური ძალების და საქართველოს მოქალაქეების კონსოლიდირება უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ევროკავშირის 9 პუნქტში პირველი პუნქტი ეხება დეპოლარიზაციას და საზოგადოებრივ თანხმობას. საზოგადოების თანხმობა არსებობს საქართველოს ევროპული არჩევანის მიმართ, მაგრამ პრეზიდენტის გარდა, ხელისუფლებიდან არავინ არის ამ იდეის და კურსის დამცველი. ამიტომ ის ბუნებრივად აღმოჩნდა, როგორც სახელმწიფოს მეთაური, პროდასავლელი ლიდერი, ასევე, ადამიანი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ პროცესში. მნიშვნელოვანია პრეზიდენტის ის შემოთავაზებაც, რომელსაც დღეს მოისმენენ საქართველოს მოქალაქეები, ეს არის ერთიანი ხედვა, ქარტია რა უნდა გავაკეთოთ. აი, ამის სათავეში პრეზიდენტი უნდა იდგეს, როგორც ამ იდეის დამცველი”, - განაცხადა ბესელიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება