ირაკლი კობახიძე - როდესაც პირდაპირ მიგანიშნებენ ტერორისტულ თავდასხმაზე ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრის მიმართ, ეს არის გამაოგნებელი და შემაშფოთებელი - მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შანტაჟი და მუქარა დარჩება შანტაჟად და მუქარად

როდესაც პირდაპირ მიგანიშნებენ ტერორისტულ თავდასხმაზე ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრის მიმართ და როცა მინიშნება უკავშირდება შესაძლო განვითარებას შენს ქვეყანაში კონკრეტული თანამდებობის მიმართ, რა თქმა უნდა, ეს არის გამაოგნებელი და შემაშფოთებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს კონტრპროდუქტიულია თვითონ იმ ძალებისთვის, რომლებიც ამ შანტაჟს და მუქარას ახორციელებენ.

„როდესაც პირდაპირ მიგანიშნებენ ტერორისტულ თავდასხმაზე ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრის მიმართ და როცა მინიშნება უკავშირდება შესაძლო განვითარებას შენს ქვეყანაში კონკრეტული თანამდებობის მიმართ, რა თქმა უნდა, ეს არის გამაოგნებელი და შემაშფოთებელი, თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შანტაჟი და მუქარა დარჩება შანტაჟად და მუქარად. მე მგონია, რომ ეს მუქარა და მთლიანად, ეს შანტაჟი არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული თვითონ იმ ძალებისთვის, რომლებიც ამ შანტაჟს და მუქარას ახორციელებენ", - განაცხადა პრემიერმა გადაცემა „იმედის კვირასთან" ინტერვიუში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება