საქართველოს დამოუკიდებლობის დღე რუსთავში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე რუსთავში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსთავის მოსახლეობასა და ქალაქის სტუმრებს ეროვნული დღესასწაული საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ და ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ მიულოცეს.

„ვლადიმერ კონსტანტინიდიმ მოინახულა თემატური საგამოფენო სივრცეები და გაეცნო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციას. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებების ფარგლებში, ფოლკლორულმა ანსამბლმა "თუთარჩელამ" შეასრულა საქართველოს ჰიმნი.

საზეიმო ღონისძიებები ბენდი "გუფი ლენდის" კონცერტით დასრულდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება