სალომე ზურაბიშვილი - არჩევნებამდე უნდა მივიდეთ მშვიდობიანად, მობილიზებულად და შემართებით - არ არის დრო, რომ მივეცეთ ნიჰილიზმს, ქიშპობას და ცალკეულ პოლიტიკურ ამბიციებს

26 ოქტომბერს, არჩევნებამდე უნდა მივიდეთ მშვიდობიანად,მშვიდობით და სტაბილურობით. უნდა მივიდეთ ისევე მობილიზებულად და შემართებით, როგორც აქამდე, ამავე დროს, გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ ეს მშვიდობა და სტაბილურობა , -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ახლა ნიჰილიზმის და ქიშპობის დრო არ არის.

„თქვენ, ახლა ყველა კონკრეტულ გეგმას ელოდებით და ახლა, მე მევალება და თუ ვთვლი, რომ მევალება, ვაცნობიერებ ასეთ პასუხისმგებლობას, რომ ვუპასუხო ამ დიდ მოლოდინს და ერთად დავსახოთ ეს გზა, რომელიც მიგვიყვანს ჩვენ თავთან, პირველ რიგში და ევროპაში, ამავდროულად. ეს გზა არის არჩევნების გზა და ეს უკვე ვთქვი, დილით. 26 ოქტომბერს, არჩევნებამდე უნდა მივიდეთ მშვიდობიანად,მშვიდობით და სტაბილურობით. უნდა მივიდეთ ისევე მობილიზებულად და შემართებით, როგორც აქამდე, ამავე დროს, გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ ეს მშვიდობა და სტაბილურობა. შეიძლება დღეს ბევრი ვერ ხედავდეს გამარჯვების ფორმულას, ვერ ხედავდეს, რომელ ძალას უნდა მიანდონ ეს მოლოდინები, ვიცი, რომ ბევრს წინასაარჩევნო დაპირებების არ, თუ აღარ სჯერა, დიდწილად პოლიტიკოსების ნდობა დაკარგულია და არავის ბრალია, მაგრამ იმიტომ, რომ გვაქვს ის წარსული, რაც გვაქვს. მიუხედავად ამისა, არ არის იმის დრო, რომ მივეცეთ სწორედ ნიჰილიზმს, ქიშპობას და ცალკეულ პოლიტიკურ ამბიციებს. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით“ , - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება