ელენე ხოშტარია - ხელს ვაწერ და ვუერთდები პრეზიდენტის ინიციატივას - ცვლილება ხდება ნორმალური და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, ევროპული დღის წესრიგის დასაბრუნებლად

შემიძლია განვაცხადო, რომ ხელს ვაწერ და ვუერთდები ამ ინიციატივას - სრულიად ვიზიარებ „ქართულ ქარტიაში“ მოცემულ პუნქტებს, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, პრეზიდენტი თავისი ინიციატივით ისტორიულ როლს ასრულებს, რადგან „ეს იყო ძალიან დროული, აუცილებელი ხედვა და გეგმა, რომელსაც ელოდებოდა საქართველოს ყველა მოქალაქე“.

„რაც პრეზიდენტმა თქვა, ეს არის ის, რაც ჭირდება საქართველოს ყველა მოქალაქეს - სიცხადე, გზა პოლიტიკური ცვლილების და რისთვის ხდება ცვლილება. პრეზიდენტმა აიღო ინიციატივა, რასაც მე ძალიან ვაფასებ, ფაქტობრივად ისტორიულ როლს ასრულებს. რაც მთავარია პასუხობს არა რომელიმე პარტიის ინტერესებს, არამედ მოქალაქეების ინტერესებს.

ცვლილება ხდება ნორმალური და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, ევროპული დღის წესრიგის დასაბრუნებლად. აქ არ იქნება პოლიტიკური პარტიების მთავრობა. თუ ვინმეს წუხილი აქვს პოლიტიკურ პარტიებთან და ოპოზიციასთან დაკავშირებით, ვიღაც მოსწონს, ვიღაც არ მოსწონს, კოალიციასთან დაკავშირებით რაღაც კითხვები აქვს, პრაქტიკულად ამ კითხვებსაც გაეცა პასუხი. მთავრობა იქნება პროფესიონალების“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება