ვლადიმერ პუტინი უზბეკეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ორდღიანი ვიზიტით ტაშკენტს ეწვია, სადაც უზბეკეთის ლიდერს, შავკათ მირზიიოევს შეხვდება, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ორი ქვეყნის მეთაურები რუსეთ-უზბეკეთის ურთიერთობების მდგომარეობასა და შემდგომი განვითარების პერსპექტივებს განიხილავენ და რეგიონულ საკითხებზე მოსაზრებებს გაცვლიან.

პუტინი და მირზიიოევი ასევე მიიღებენ მონაწილეობას რუსეთისა და უზბეკეთის რეგიონების საბჭოს პირველ სხდომაში. ამასთან, ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე ერთობლივ დოკუმენტს მოეწერება ხელი.

აღსანიშნავია, რომ ახალი საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ ეს პუტინის მესამე საერთაშორისო ვიზიტია. მანამდე რუსეთის პრეზიდენტი ჩინეთსა და ბელარუსში იმყოფებოდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს