რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, თურქეთში ირაკლი კობახიძის ბოლო ვიზიტისას განხილული იყო თურქეთ-საქართველოს მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე არსებული სამაგალითო თანამშრომლობა.

„პატივცემულო პრემიერო, ჩემი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. თურქეთში თქვენი ბოლო ოფიციალური ვიზიტის დროს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, დეტალურად განგვეხილა თურქეთ-საქართველოს მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე არსებული სამაგალითო თანამშრომლობა. მჯერა, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტი წინსვლა გვექნება ჩვენი ხალხებისა და რეგიონისთვის სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გულწრფელად ვუსურვო თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს - მშვიდობა და კეთილდღეობა“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება