პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქალაქ სოფიაში გაიმართა.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სესიას პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები: ხატია წილოსანი, გივი მიქანაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, თეონა აქუბარდია და თინათინ ბოკუჩავა დაესწრნენ.

„საგაზაფხულო სესიის ფარგლებში განხილული იყო ასამბლეის კომიტეტების ანგარიშები, სადაც აღნიშნული იყო საქართველოს პროგრესი ნატო-სთან დაახლოების და განხორციელებული რეფორმების კუთხით. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად გახდება ალიანსის წევრი.

ასამბლეის ფარგლებში, ასევე შეხვედრა გაიმართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და ასამბლეის ბიუროს წევრებთან. შეხვედრის ფარგლებში დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების პროცედურებთან დაკავშირებით.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეებმა დეკლარაცია მიიღეს, სადაც საუბარია ალიანსის ღია კარის პოლიტიკაზე და საქართველოს მხარდაჭერაზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება