იაგო ხვიჩია „ქართულ ქარტიაზე“ - არის პუნქტები, რომელიც მისაღებია, არის პუნქტები, სადაც კითხვის ნიშნებია - ჩვენი ხელმოწერა ამ დოკუმენტს არ ექნება, მაგრამ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ დისკუსიაში და ვეცადოთ, ეს დოკუმენტი უკეთესი გახდეს

„გირჩი“ „ქართულ ქარტიას“ ხელს არ მოაწერს, თუმცა მზადაა, დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით დისკუსიებში ჩაერთოს.

როგორც „გირჩის“ ლიდერმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, ქარტიის ნაწილს ეთანხმებიან, თუმცა ზოგიერთ პუნქტთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.

„მიგვაჩნია, რომ ძალიან კარგი საქმეა ოპოზიციის ან მათი ნაწილის ერთმანეთთან ისე დალაგება, რომ ოპოზიციის ხმები არ დაიკარგოს. ამიტომ, ვგულშემატკივრობთ და მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, შეუერთდნენ ქალბატონი სალომეს ინიციატივას.

ჩვენ მთელ ამ პროცესში არც ვმონაწილეობდით, ფაქტობრივად გუშინ ვნახეთ ეს ბოლო დოკუმენტი, ამიტომ, ვთავაზობთ, გნებავთ ხელმომწერებს, გნებავთ პრეზიდენტს, რომ გავმართოთ დისკუსიები. აქ არის პუნქტები, რომელიც ჩვენთვის მისაღებია, არის პუნქტები, სადაც კითხვის ნიშნებია. აქედან გამომდინარე, ჩვენი ხელმოწერა ამ დოკუმენტს არ ექნება, მაგრამ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ნებისმიერ დისკუსიაში და ვეცადოთ, გახდეს ეს დოკუმენტი უკეთესი. თუ ჩვენი მოსაზრებები იქნება შესაბამისობაში სხვების მოსაზრებებთან ან პრეზიდენტის მოსაზრებებთან, არც ამ დოკუმენტზე ხელმოწერის გვეშინია და არც ხელის არ მოწერის“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, „ქართულ ქარტიაში“ არსებობს საკითხები, რომელიც „გირჩის“ პოზიციებს ეწინააღმდეგება.

„სწორია საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი, ხელისუფლების შტოთა ბალანსისთვის გამოყენებული პუნქტები - ამ თვალსაზრისით არის წინსვლა. მაგრამ ასევე, არსებობს ბუნდოვანება და საკითხები, რომელიც „გირჩის“ პოზიციას ბევრ საკითხთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება. ბუნებრივია, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც რაიმე კონტრაქტზე ხელმოწერას სთხოვენ, უფლება აქვს გამოთქვას შენიშვნები და მოისმინოს არგუმენტები. აქედან გამომდინარე, მზად ვართ, ყველაფერში მივიღოთ მონაწილეობა. ნებისმიერ შემთხვევაში, მივესალმებით საქმეს, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებს ეხმარება გაერთიანებაში და მათი ხმები ნაკლებად დაიკარგება“,- განაცხადა ხვიჩიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს