ნათია თურნავა - რეზერვებში მონეტარული ოქროს დამატება სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც დაკავშირებულია გლობალურ ინფლაციურ რისკებთან და რეზერვების მსყიდველუნარიანობის დაცვასთან

საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ახდენს საკუთარი საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციას. საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს დამატება სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც დაკავშირებულია გლობალურად მომატებულ ინფლაციურ რისკებთან და გრძელვადიან პერიოდში საერთაშორისო რეზერვების მსყიდველობითუნარიანობის დაცვასთან, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, „სწორედ მონეტარული ოქრო არის ყველაზე უსაფრთხო აქტივი, რომელიც გლობალური ინფლაციისგან ჰეჯირების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს“.

„ამასთან, ოქრო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, ლიკვიდური და მომგებიანი აქტივია. ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ, რომ რეზერვები არა მხოლოდ გაიზარდოს, არამედ გადანაწილდეს სხვადასხვა საინვესტიციო ინსტრუმენტს შორის და შესაბამისად, დავიცვათ მათი მსყიდველუნარიანობა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განმარტებით, მსოფლიოს ცენტრალური ბანკების მთლიანი სავალუტო რეზერვების 1/8 სწორედ ოქროშია განთავსებული. მთლიანი ოქროს მარაგის 20%-ს ცენტრალური ბანკები ფლობენ.

„ბოლო პერიოდში სწორედ ზემოთ ნახსენები ფაქტორების გამო ბევრი ცენტრალური ბანკი ყიდულობს ოქროს და ზრდის მის წილს რეზერვებში. 2023 წლის განმავლობაში ცენტრალურმა ბანკებმა ჯამში 1037 ტონა ოქრო შეიძინეს, რაც მასზე მთლიანი მოთხოვნის 28%-ს შეადგენდა. მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ყველაზე მეტი ოქრო პოლონეთისა და ჩეხეთის ცენტრალურმა ბანკებმა დააგროვეს“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება