რატი იონათამიშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს - ბავშვობაში მაგნიტოფონი ხომ გქონიათ, ჩანაწერი რომ გაფუჭდებოდა, ერთსა და იგივე ფრაზას ავტომატურად იმეორებდა, ზუსტად ასე იქცევით

ბავშვობაში მაგნიტოფონი ხომ გქონიათ, ჩანაწერი რომ გაფუჭდებოდა, ერთსა და იგივე ფრაზას ავტომატურად იმეორებდა, აი, ზუსტად ასე იქცევით. ეს შეურაცხყოფას აყენებს თქვენ მანდატსაც, ვეტოს მნიშვნელობასაც და ყველაფერს, საერთოდ, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს.

გიორგი მსხილაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს წარადგენს. მას „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოსთხოვეს, რომ შევიდეს აღნიშნული კანონის მუხლობრივ განხილვაში, რაზეც მსხილაძემ ასევე არაერთხელ უპასუხა,რომ მუხლობრივ განხილვაში არ შევა, რადგანაც კანონი არის გასაუქმებელი. სწორედ ამ წინადადების გამეორების შემდეგ მიმართა მას დეპუტატმა იონათამიშვილმა, რომ „გაფუჭებული ჩანაწერის სტილში“ საუბრობს.

„ბატონო გიორგი, თქვენ როგორ იქცევით ახლა, იცით? არ მინდა, რომ შეურაცხყოფა მოგაყენოთ იმიტომ, რომ გიდასტურებთ პატივისცემას, მაგრამ ბავშვობაში მაგნიტოფონი ხომ გქონიათ, ჩანაწერი რომ გაფუჭდებოდა, ერთსა და იგივე ფრაზას ავტომატურად იმეორებდა, აი, ზუსტად ასე იქცევით. ეს შეურაცხყოფას აყენებს თქვენ მანდატსაც, ვეტოს მნიშვნელობასაც და ყველაფერს, საერთოდ.თქვენ რომ არგუმენტები გქონდეთ და ახსნა შეგეძლოთ, პირიქით, თქვენი ინტერესი იქნებოდა, რომ დეტალებში და შინაარსში შემოსულიყავით. შინაარსიდან გაქცევაში თქვენ, პირიქით, ვეტოს აბსურდულობას უსვამთ ხაზს. არგუმენტები ბუნებაში არ არსებობს, თორემ რომ იყოს, არგუმენტებით დაგველაპარაკებოდით და არა, გაფუჭებული ჩანაწერის სტილში, ავტომატურად ერთი და იგივე ფრაზაზე რომ ჩაიხვიეთ და ერთი და იგივე ფრაზას, თან კითხულობთ, ეგ ფრაზა მაინც დაგეზეპირებინათ“, - მიმართა იონათამიშვილმა გიორგი მსხილაძეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება