ნათია თურნავა - როცა ბაზარზე სრულიად ხელოვნურად აჟიოტაჟური მოვლენები მოხდა, ჩვენ ბაზრის დასამშვიდებლად 60 მილიონი გამოვიტანეთ და გავყიდეთ - ბაზარს არა მხოლოდ ლიკვიდობას ვაწვდით, არამედ მესიჯსაც ვაწვდით, რომ ჩვენ აქ ვართ, ფინანსურ სტაბილურობაზე ვზრუნავთ

როდესაც ბაზარზე სრულიად ხელოვნურად აჟიოტაჟური მოვლენები მოხდა, ჩვენ ბაზრის დასამშვიდებლად 60 მილიონი გამოვიტანეთ და გავყიდეთ - ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ბაზარს არა მხოლოდ ლიკვიდობას ვაწვდით, არამედ მესიჯსაც ვაწვდით, რომ ჩვენ აქა ვართ, ფინანსურ სტაბილურობაზე ვზრუნავთ და სპეკულაციური განწყობების გაღვივებას შესაძლებლობას არ ვაძლევთ, - აღნიშნული განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ გააკეთა.

თურნავას შეფასებით, როგორც წესი ეს დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს და იმის მიუხედავად, რომ ეროვნული ბანკი რეზერვებს უფრთხილდება, მომავალში საჭიროების შემთხვევაში, იგივეს გააკეთებს.

თურნავას თქმით, რეზერვები ისტორიულ მაღალ დონეზეა.

“ინტერვენციებთან დაკავშირებით ჩვენი სტრატეგიაა, მიზაშეწონილობის შემთხვევაში სავალუტო ბაზარზე ჩარევა და ვალუტის ყიდვა ან გაყიდვა იმ შემთხვევაში, როცა ამას ჩვენ ჩვენი წესები და მიმდინარე ვითარება გვკარნახობს. ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ და გავყიდოთ უცხოური ვალუტა.

ბოლო პერიოდის ვითარება და გამყარებული კურსი იძლეოდა საშუალებას, რომ ჩვენი რეზერვების შესავსებად გვეზრუნა, რაც გლობალური და შიდა გამოწვევების ფონზე სრულიად გამართლებულია. მადლობს ეტყვიან ეროვნულ ბანკს, რომ მთელი ეს პერიოდი რეზერვები ზარდა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2023 წლის წლიურ ანგარიშს წარადგინა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს