„სოკარი“ თაღლითური სქემის შესახებ მომხმარებლებს აფრთხილებს

კომპანია „სოკარის“ სახელით გავრცელდა სხვადასხვა სახის შეტყობინებები, რომლითაც მოსახლეობას „სოკარის“ აქტივებში ინვესტირებისკენ მოუწოდებენ. კომპანია საზოგადოებას აფრთხილებს, არ დაუჯერონ ამ თაღლითურ სქემას და მსგავს შეთავაზებებში ინვესტიცია არ განახორციელონ.

„სოკარი“ საზოგადოებას სოციალური ქსელებისა და ოფიციალური მედია არხების მეშვეობით, თავისი საქმიანობისა და სპეციალური აქციების შესახებ რეგულარულად აცნობებს. კომპანია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ „სოკარი“ არ არის პასუხისმგებელი მისი სახელით გაცემულ დაპირებებზე.

„ჩვენ მოვუწოდებთ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ და ვურჩევთ, მსგავსი შეთავაზების მიღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ სამართალდამცავ ორგანოებს,“ - ნათქვამია „სოკარის“ მიმართვაში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „სოკარის“ სახელით, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს უგზავნიან ყალბ განცხადებებს ფიზიკური და კორპორატიული თანამშრომლობის, სამუშაო ადგილების შექმნის, საინვესტიციო პროექტების შესახებ და ა.შ. ძირითადად, ეს დეზინფორმაცია მომხმარებლებს სოციალური მედიის, ელექტრონული ფოსტისა და სატელეფონო ზარების მეშვეობით მიეწოდებათ.

ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმება მსურველებს შეუძლიათ „სოკარის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე, Facebook-ის ოფიციალურ გვერდსა და ცხელ ხაზზე: *0001.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება