ნათია თურნავა - ეკონომიკური ზრდა მდგრადია, ძლიერია და ამ კუთხით კითხვა არ არსებობს - ინფლაცია მიზნობრივზე დაბალია და ჩვენი ვარაუდით, ასე დარჩება წლის ბოლომდე

ეკონომიკური ზრდა მდგრადია, ძლიერია და ამ კუთხით კითხვა არ არსებობს - ინფლაცია მიზნობრივზე დაბალია და ჩვენი ვარაუდით, ასე დარჩება წლის ბოლომდე,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით „ძლიერი ეკონომიკით და დაბალი ინფლაციით“ გამორჩეულია.

„სიამაყით მინდა გითხრათ, რომ სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი გამორჩეული ვართ ძლიერი ეკონომიკით და დაბალი ინფლაციით, რასაც ყველას ვუსურვებ. დავიწყეთ უკვე მოლაპარაკება, რომ უფრო მეტად დავუახლოოთ კანონმდებლობა ევროკავშირის მოთხოვნებს, რა მიმართულებითაც ეროვნული ბანკი ერთ-ერთი მოწინავე სტრუქტურაა“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება