თინა ბოკუჩავა - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ  გამოხატა ღრმა შეშფოთება ე.წ. აგენტების კანონის გამო  და ღიად მოუწოდა ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააუქმოს აღნიშნული კანონი

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ვაშინგტონის საიუბილეო სამიტისთვის მოსამზადებელ დეკლარაციაში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიის მიმართ, „ამასთან ღრმა შეშფოთება გამოთქვა ე.წ. აგენტების კანონის გამო, რომელიც უკან გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“.

„ვაშინგტონის საიუბილეო სამიტისთვის მოსამზადებელ დეკლარაციაში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დემოკრატიის მიმართ. ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ნატო-ს კარი ღიაა საქართველოსთვის, თუმცა ასევე გამოხატა ღრმა შეშფოთება ეგრეთ წოდებული აგენტების კანონის გამო, რომელიც არის უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ღიად მოუწოდა ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გააუქმოს აღნიშნული კანონი.

ხვალინდელი ვეტო არის ერთადერთი და ბოლო შესაძლებლობა იმისთვის, რომ შეისმინოს ივანიშვილის ხელისუფლებამ გზავნილები მთელი მსოფლიოსგან და მათ შორის დღეს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სრული შემადგენლობისგან, რომელმაც კონსენსუსით მიიღო აღნიშნული დეკლარაცია, რომ ეს კანონი უნდა გაუქმდეს რათა საფრთხე არ დაემუქროს საქართველოს დემოკრატიას და ევროატლანტიკურ არჩევანს.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება