ფოთი დებატების რეგიონულ ტურნირს მასპინძლობს

წელს პირველად, ფოთი დებატების ტურნირს უმასპინძლებს. როგორც ფოთის პორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ტურნირი, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ, 29 მაისს 13:00 საათზე #5 საჯარო სკოლაში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს დასავლეთ საქართველოს სკოლებში არსებული დებატ კლუბების 100-მდე მოსწავლე.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთისა“ და „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით.

„ტურნირის მონაწილეები არიან ის მოსწავლეები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ჩართულები არიან პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში შექმნილ დებატების კლუბებში. აღნიშნული პროექტი კი მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ.

2024 წლის ტურნირის მთავარი თემა გარემოსდაცვა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მოქმედებაა. ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდები საზოგადოებას შეახსენებენ გარემოსდაცვით ვალდებულებებს, დებატების ტექნიკების გამოყენებით იმსჯელებენ თემის ირგვლივ არსებულ გამოწვევებზე და ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას.

მიმდინარე ტურნირთან ერთად, კერძო სექტორში არსებული გარემოსდაცვითი პოლიტიკის გაცნობის მიზნით, სასწავლო ტური ჩატარდება ფოთის საზღვაო ნავსადგურში. მოსწავლეები შეხვდებიან კომპანიის წარმომადგენლებს და ადგილზე ნახავენ ნარჩენების გადამუშავებისა და საოპერაციო პროცესის მიმდინარეობას.

რეგიონული ტურნირის წარმატებული მოსწავლეები გადავლენ შემდეგ ეტაპზე და იდებატებენ თბილისში დაგეგმილ ეროვნულ ტურნირში. ეროვნული ტურნირი, რომელიც იმართება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ,,თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით აერთიანებს 400-მდე მონაწილეს ქვეყნის მასშტაბით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება